ხვალ, 16 ნოემბერს, 19:00 საათზე, კაფე "გალერეაში", მე-2 სართულზე (მის.: რუსთაველის 48), მწერალ ლელა კოდალაშვილის მოთხრობების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებულის სახელწოდებაა "არა - ვამბობ მე".
ლელა კოდალაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მისი ლექსები, მოთხრობები, პიესები და კრიტიკული წერილები იბეჭდება სხვადასხვა ბეჭდურ და ინტერნეტგამოცემაში.
კოდალაშვილის პიესამ "ისევ იქ, სადაც ვიყავით" ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით გამართულ კონკურსში. შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის მაგისტრანტებს, რეჟისორ რობერტ სტურუას ჯგუფის წევრებს, კონკურსში გამარჯვებული პიესების მიხედვით სპექტაკლი უნდა დაედგათ. კოდალაშვილის პიესის მიხედვით, რეჟისორმა პაატა ციკოლიამ დადგა სპექტაკლი "ქალები, ღალატი".
ლელა კოდალაშვილი რედაქტორობს ლიტერატურულ ინტერნეტგვერდს "oxymoron.ge".