დღეიდან 17 ნოემბრის ჩათვლით ბათუმი ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის მე-6 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი ოფიციალურად 18:00 საათზე გაიხსნება.
დღეს გამართულ კონფერენციაზე რეჟისორ თინათინ ჭაბუკიანის დოკუმენტური ფილმის "ხიდები სამშობლოსკენ" ჩვენება გაიმართა. ფილმი ინეგოლშია გადაღებული და მასში ქართველების ყოფა-ცხოვრება და კულტურაა ასახული.
ფესტივალი ბათუმის მერიის და ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე საინგილოდან და თურქეთიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.