ხვალ, 15 ნოემბერს, "ტიფლის ავენიუში" გია ბუღაძის გამოფენა "ტონდო" გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 120 ახალი ტილო.
ცნობისთვის, "ტონდო" წრიული ნამუშევრების სერიაა. ამ ფორმას ყველაზე აქტუალურ რენესანსის საუკეთესო დროს ფლორენციაში იყენებდნენ.
სერია "ტონდოში" წარმოდგენილია რამდენიმე - ოპუსი - ექვსკუთხა ფორმის კომპოზიციით. ასევე გვხვდება სამკუთხა კომპოზიციები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.