18 და 20 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ინგლისის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ელენე გლურჯიძე და არიონელ ვარგასი.
18 ნოემბერს ელენე გლურჯიძე და არიონელ ვარგასი მთავარ პარტიებს იცეკვებენ ლ. მინკუსის ბალეტში "დონ კიხოტი", 20 ნოემბერს კი ა. ადანის ბალეტში "ჟიზელი".
სპექტაკლები გაიმართება ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ სახელმწიფო თეატრში.