უპრეცედენტო მოვლენა ქართულ კალათბურთში. ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი იმ მიზეზით შეწყდა, რომ მოედანზე ერთ-ერთი გუნდის წევრთაგან მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებს გუნდებს შორის მატჩის მეორე მეოთხედში მოედანზე შელაპარაკება მოხდა რასაც სათადარიგოთა სკამზე მსხდომი მოთამაშეებისა და მწვრთვნელების მოედანზე შესვლა მოყვა.
მსაჯმა დავით ბერიკაშვილმა ორივე გუნდის სათადარიგო თამაშიდან გააძევა და მატჩის ჩამთავრება მოედანზე მყოფ მოთამაშეებს მოუხდათ. მეორე ტაიმში პერსონალურების ლიმიტის გამო "თსუ"-ს 4 მოთამაშეს თამაშის დატოვება მოუხდათ, რის შემდეგაც შეჯიბრი შეწყდა და ძალაში არსებული ანგარიში 73-71 შევიდა.