ლეგენდარული ჯგუფის (მძიმე მეტალი) BLACK SABBATH ორიგინალური შემადგენლობა - ოზი ოზბორნი (ვოკალი), ტონი აიომი (გიტარა), გიზერ ბატლერი (ბასი) და ბილ უორდი (დასარტყამები) კვლავ გაერთიანდა. უფრო მეტიც ჯგუფი 2012 წელს ახალ ალბომს გამოუშვებს. A
ალბომის პროდიუსერად რიკ რუბინი გამოვა, რომელიც ადრე METALLICA, SLIPKNOT, SLAYER ,SYSTEM OF A DOWN მუშაობდა.
BLACK SABBATH-ს ასევე დაგეგმილი აქვს მსოფლიო ტურნე, კერძოდ 2012 წლის 10 ივნისს დიდ ბრიტანეთში Download ფესტივალით დაიწყება.
BLACK SABBATH კვლავ გაერთიანების შესახებ ჰოლივუდში Whisky A Go Go ცერემონიალზე, იმავე ადგილზე გამოცხადდა სადაც ჯგუფის დებიუტი 1970 (41 წლის წინ) წლის 11 ნოემბერს შედგა. L
ლეგენდარული ჯგუფის თავდაპირველი შემადგენლობის ოთხივე წევრი ესწრებოდა ღონისძიებას, რომელიც ყოფილი BLACK FLAG ჰენრი რელინზის ორგანიზებული იყო.