12 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერას "ატილას" წარმოადგენს. კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ოპერას თეატრის სოლისტები, გუნდი და სიმფონიური ორკესტრი ნაწარმოებს საკონცერტო შესრულებით წარმოადგენენ.
"ატილას" ჯანლუკა მარჩიანო უდირიჟორებს. მთავარ პარტიებს ლეგი იმედაშვილი, ბესიკ გაბიტაშვილი, მაყვალა ასპანიძე, გიორგი მახარაძე, თამაზ საგინაძე და გოჩა დათუსანი-ჯიღაური შეასრულებენ.