დღეს, 3 იანვარს, ოპოზიციური პარტიები გაეროს გენერალური მდივნას საქართველოში არჩევნების გაერო-ს ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით მიმართვას გაუგზავნიან.
მიმართვის ინციატორია "ლეიბორისტული პარტია". 2009 წლის 30 დეკემბერს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა დააფიქსირეს მოსაზრება, რომ დღეისთვის საქართველოში არ არსებობს სათანადო პოლიტიკური და საარჩევნო გარემო, რათა საქართველოში ნებისმიერი ტიპის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. მათ მიირეს სპეციალური მიმართვა და გაეროს გენერალურ მდივანს არჩევნების გაერო-ს ეგიდით ჩატარებას სთოხვენ.
მიმართვას შეურთდნენ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის", "მოძრაობა თეთრები", "ახალი მემარჯვენეები", "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "თავისუფლება", "საქართველოს გზა", "ეროვნული ფორუმი", "კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის", "ქალთა პარტია", "ქართული დასი", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" და "ხალხის პარტია", აგრეთვე - "დაიცავი საქართველო", პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები _ გია ცაგარეიშვილი და კარლო კოპალიანი.