"სტერეოსკოპია - ეს კინომატოგრაფიის რევოლუციის მხოლოდ პირველი ეტაპია, რომელსაც ჰოლოგრაფიული ფილმების შექმნა უნდა მოჰყვეს", - დარწმუნებულია მარტინ სკორსეზე.
"როდესაც მე ვზივარ თქვენ წინაშე, ხომ გხედავთ თქვენ 3D განზომილებაში, მაშინ რატომ უნდა გაუკეთოთ იგნორირება ჩვენი რეალობის აშკარა ნაწილს. რატომ არ გამოვიყენოთ ეს? თუ ჩვენ ისევე განვვითარდებით, როგორც დღეს და თუ არ გველოდება რაიმე გლობალური კატასტროფა, აუცილებლად მივალთ სრულფასოვანი ჰოლოგრამის შექმნამდე", - განაცხადა რეჟისორმა.
სკორსეზის სიტყვებით, მას ძალიან იტაცებს სტერეოსკოპიული ფილმის "დროის მცველის" შექმნა, დაფუძნებული ბრაიან სელზნიკის საბავშვო წიგნზე "ჰიუგო კაბრეს გამოგონება".
"ეს, რა თქმა უნდა, არის დიდი თავის ტკივილი, მაგრამ სასიამოვნო ტკივილი. მე ყოველწამიერად მიწევდა გადამეაზრებინა ფილმის შექმნის ჩემეული ეტაპები", - აღიარა რეჟისორმა.