საერთაშორისო კინოფესტივალი ''წმინდა ანდრიას ჯვარი'' მონაწილე ფილმების ჩვენება 11 ნოემბერს, 15 საათზე კოლეჯ ''იკაროსის დარბაზში მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ორი ფილმი, ტემურ ქარუხნიშვილის „ქართველნო ერთად ღვთისაკენ'' და ლევან ქიქავას ''ლოცვა სამშობლოსათვის''.
ფილმების ჩვენების დასრულების შემდეგ გაიხსნება ხელოვანების თამთა ცაციაშვილის, დალი ნამგალაურის, ლეილა მამისაშვილის, ნათია მიქაბაძის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების: მინანქარი, თექა და საყოფაცხოვრებო აქსესუარების გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი საქართველოს-კათალიკოს პატრიარქის ილია || ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კინოფესტივალი ''წმინდა ანდრიას ჯვარი'' ა.წ.18-22 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმში უკვე მეექვსეჯერ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ხუთი ქვეყნის ოცდათხუტმეტი ფილმი.