დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში 10 ნოემბერს მოეწყობა. როგორც მხატვარმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აღნიშნა, გამოფენა, სახელწოდებით "ჩემი ამბავი", ორ ნაწილად გაიყოფა.
"სამხატვრო აკადემიის გალერეა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ორ ნაწილად გავყო ჩემი ნამუშევრები. ერთგან აბსტრაქტული ნამუშევრები იქნება, მეორე ნაწილში კი ეროვნულ მოტივებზე შექმნილ ტილოებს გამოვფენ. მათზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბაძაღუამ.
ცნობისთვის, მხატვრის ეროვნულ მოტივებზე შექმნილ ფერწერულ ტილოებზე პეიზაჟები, ეკლესიები და უფლის 2 პორტრეტი იქნება წარმოდგენილი.