16 ნოემბერს, 21:00 საათზე, რუსთაველის თეატრში ჯაზის საღამო გაიმართება. ღონისძიება პროექტის - "ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე" - ფარგლებში ეწყობა, რომელშიც მონაწილეობას ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, თამაზ ყურაშვილი და სხვები მიიღებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ჯაზის საღამოზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. შემული თანხა ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ მოწყალების ცენტრს გადერიცხება, სადაც უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტები სიცოცხლის ბოლო დღეებს ატარებენ.
კონცერტი ტარდება ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით.