რობერტ დე ნირო ბიოგრაფიულ ფილმში ფინანსისტ ბერნარდ მეიდოფის განასახიერებს. ფილმს ტელეარხი HBO გადაიღებს.
ფილმს საფუძვლად დაედება 2011 წლის ოქტომბერში ჟურნალისტ ლორი სენდელის მიერ გამოქვეყნებული წიგნი "ჭეშმარიტება და შედეგი: მეიდოფის ოჯახის ცხოვრება" "("Truth and Consequences: Life Inside the Madoff Family).
წიგნზე მუშაობისას სენდელი თანამშრომლობდა ენდრიუსთან, ბერნარდ მეიდოფის ერთ-ერთ ვაჟთან. ჟურნალისტს ეხმარებოდნენ ოჯახის სხვა წევრებიც.
ბერნარდ მეიდოფის ფონდს Madoff Securities ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამერიკის ყველაზე საიმედო საინვესტიციო კომპანიის სტატუსი ჰქონდა. მისი კლიენტები იყვნენ როგორც კერძო პირები, ასევე საფინანსო ორგანიზაციები. 2008 წელს გაირკვა, რომ ფონდი, ფაქტობრივად, ფინანსურ პირამიდას წარმოადგენდა. შედეგად, Madoff Securities-ის ინვესტორებმა მილიარდი დოლარი დაკარგეს.
2008 წლის დეკემბერში მეიდოფს ბრალად თაღლითობა წაუყენეს. 2009 წელს მას 150-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავის წიგნში ლორი სენდელი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, თუ როგორ იცვლება მეიდოფის ოჯახის ცხოვრება ბერნარდის დაპატიმრების შემდეგ.
დე ნირო ფილმის პროდიუსერიცაა.