ხვალ, 4 იანვარს, ცნობილ ქართველ მხატვარს, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტს, ზურაბ წერეთელს, 74 წელი უსრულდება.
წერეთელი 1934 წელის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. 1958 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მხატვარ-არქიტექტორად მუშაობდა.
1964 წელს პარიზში მხატვრული ფანტაზიის განვითარების კურსი გაიარა. შესაძლებლობა ჰქონდა, ახლოს გასცნობოდა პიკასოსა და შაგალს, რომლებმაც მაღალი შეაფასება მისცეს ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედებას.
1960 წლიდან წერეთელი აქტიურად იწყებს მუშაობას მონუმენტალურ ჟანრში. იგი ორი ათასზე მეტის ფერწერული ტილოს ავტორია.
მისი მონუმენტები კი მსოფლიოს 11 ქვეყანაში დგას, მათ შორის - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ესპანეთს, იაპონიას, ბრაზილიას, საფრანგეთს და ა.შ..