კომპანია Warner Bros-მა დაიწყო მზადება "ტიტანების შერკინების" მესამე ფილმის გადასაღებად. სტუდიამ დენი მაზოსა და დევიდ ჯონსონს დაავალა, დაიწყონ მომზადება ახალი ფილმის სცენარის შესაქმნელად. მაზო და ჯონსონი მონაწილეობდნენ სერიის მეორე ფილმის - "ტიტანების რისხვა" შექმნაში. G
გარდა ამისა, ცნობილია, რომ მესამე ფილმში დაბრუნდება წინა ორი ფილმის მთავარი გმირის, პერსეას როლის შემსრულებელი სემ უორტინგტონი.
"ტიტანების შერკინება", რომელსაც საფუძვლად ძველბერძნული მითები უდევს, გაქირავებაში 2010 წლის აპრილში გამოვიდა. ფილმს ძირითადად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მაგრამ წარმატებული აღმოჩნდა ფინანსური თვალსაზრისით. ფილმმა, რომელზედაც 125 მილიონი დაიხარჯა, გაქირავებაში 493 მილიონი დოლარი შეაგროვა.
"ტიტანების რისხვა" სერიის მეორე ფილმი ეკრანებზე 2012 წლის მარტში გამოვა.