რაგბიში საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატთა გამარჯებულები სამშობლოში გვიან ღამით ჩამოვიდნენ.
რაგბისტებს გულშემატკივარი აეროპორტში ოვაციებით შეეგება.
შეგახსენებთ, რომ 8 ქულიანი სხვაობით ქართველმა რაგბისტებმა ფინალში რუსები დაამარცხეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. შეხვედრა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მიუხედავად პირველ ტაიმში წაგებისა ქართველებმა მეორენახევარში დადებული ორი ლელოს ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს. შედეგების მიუხედვით ორივე გუნდმა მომავალ წელს იაპონიაში გასამართი მსოფლიო ახალგაზრდული ალაფის საგზური მოიპოვა, რომელიც თავის მხრივ 2013 წლის მსოფლიო ახალგაზრდული შესარჩევი ტურნირია.