„ივენთ ჰოლში" კონცერტის გამართვა მინდა", - აღნიშნა სალომე კორკოტაშვილმა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა კონცერტის ჩასატარებლად მინიმალური თანხა ჭირდება.
„ძალიან მინდა დეკემბერში კონცერტი მოვაწყო, სადაც მინდა დიაზ დიასამიძესთან, ნინო ქათამაძესთან, ბაკურ ბურდულთან დუეტი შევასრულო. ამაზე ჯერ მათთანაც კი არ მისაუბრია, იმიტომ რომ ჯერ სპონსორებს ვეძებ. მინიმალური თანხა მინდა, რომ ეს სურვილი ავისრულო", - განაცხადა კორკოტაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ახალ პრექტზეც მუშაობს. ის კოტე კანდელაკთან ერთად კლუბური მუსიკას ქმნის, რომელსაც მალე სხვადასხვა კლუბებში შეასრულებენ.