დინი ვირსალაძის „CD" ბერლინში გამოვიდა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" ჯაზის მუსიკოსმა, პიანისტმა და კომპოზიტორმა განუცხადა ალბომში 7 კომპოზიციაა შესული.
„ცოცხალი კონცერტი მქონდა, სადაც ვიოლინოს თანხლებით ვასრულებდი კომპოზიციებს. „CD"-შიც სწორედ ამ კონცერტიდან შევიდა. ჯერ არ ვიცი ამას საქართველოში გამოვუშვებ თუ არა, იმიტომ რომ ბერლინში ახლა დამთავრდა ამაზე მუშაობა და ჯერ მინდა იქ ვნახო როგორ შეაფასებს საზოგადოება", - აღნიშნა ვირსალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დინი ვირსალაძე „ბიგ-ბენდთან" ერთად კონცერტს უკრაინაში 18 ნოემბერს გამართავს.