ედი მერფი ფანტასტიკური კომედიისთვის სცენარის წერას შეუდგა. ედი მერფის სიტყვებით, პროექტის სამუშაო სათაურია "ჯამალის, ტაირელის, ომარის, ბრიკის და მაიკლის ველური უიკენდი". ფილმში საუბარი იქნება იმაზე, რომ ჩამოთვლილ პერსონაჟებს უცხოპლანეტელები გაიტაცებენ.
სავარაუდოდ, ერთ-ერთ მიწიერს, რომელიც უცხოპლანეტურ ცივილიზაციას გადაეყრება თავად ედი ითამაშებს.
2011 წლის ნოემბერში გაქირავებაში გამოდის კრიმინალური კომედია "როგორ მოვიპაროთ ცათამბჯენი", რომელიც დღეისათვის ედი მერფის ბოლო მსახიობურ ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმის რეჟისორია ბრეტ რანტერი. მერფისთან ერთად ფილმში თამაშობენ კეისი აფლეკი, ალან ალდა, მატიუ ბროდარიკი, თეო ლეონი და ჯესიკა ზორი.