2011 წელს ყველაზე ძვირადღირებული მომღერლები ბიონსე და ბრიტნი სპირსია, რადგანაც თითოეულმა მათგანმა რუსეთში ჩასვლისა და კერძო წვეულებაზე სიმღერის სანაცვლოდ, თითოეულმა 1,5 მლნ. დოლარი აიღო.
რაც შეეხება ემინემს, რეპერმა რუსეთში ჩასვლისა და დაბადების დღეზე სიმღერის სანაცვლოდ 600 ათასი დოლარი აიღო, თუმცა ამ თანხაში არ შესულა თვითმფრინავისა და სათანადო მუსიკალური აპარატურის ტრანსპორტირების ხარჯები.
რაც შეეხება იტალიელ მომღერალ ტოტო კუტუნიოს, ის რუსეთში ჩასვლას და სიმღერას 75 ათას დოლარად დათანხმდა, განსხვავებით ხულიო იგლესიასისგან, რომელმაც რუსეთში ჩასვლისა და კერძო ივენთზე სიმღერისთვის 1 მლნ. დოლარი აიღო.
რაც შეეხება სელინ დიონს, მან რუსეთში ერთ-ერთი მდიდარი კლიენტის დაბადების დღესზე სიმღერის სანაცვლოდ 1,34 მლნ. დოლარი აიღო.