ხვალ, 5 ნოემბერს, 15:00 საათზე, არტკაფე "ქარავანში" გაიმართება პოეტების - ბელა ჩეკურიშვილისა და დავით ჩიხლაძის - პოეზიის საღამო.
ბელა ჩეკურიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. წლებია, მუშაობს ჟურნალისტად სხვადასხვა გამოცემაში. აქვეყნებს ლექსებს ქართულ პერიოდიკაში. გამოცემული აქვს ორი პოეტური კრებული - "ან... ან" და "ღია ბარათები".
დავით ჩიხლაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: "მოხეტიალე წვეთები" (2001), "დეკემბრის ღამეები" (2008) და "Книга реальности" (2004, რუსულ ენაზე), ასევე რომანი "Feminine/Feminine" (2007). გადათარგმნილი აქვს მრავალი ამერიკელი პოეტისა და თეორეტიკოსის ნაწარმოები. 80-იანი წლების დააწყისიდან რეგულარულად იბეჭდება როგორც არტ-კრიტიკოსი. იმავე პერიოდიდან იწყება მისი მონაწილეობა სხვადასხვა სამხატვრო აქციებსა და ინსტალაციებში, თეატრალურ და კინოპროექტებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 1994 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს თბილისის მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრს.