ავთანდილ ვარსიმაშვილი ახალ სპექტაკლზე, "მექანიკურ ფორთოხალზე" მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა განუცხადა, სპექტაკლში თავისუფალი თეატრის წამყვანი მსახიობები მონაწილეობენ.
"ახალ სპექტაკლზე რამდენიმე დღეა დავიწყე მუშაობა. მოქმედება 90-იანი წლების საქართველოზეა, როცა ძალადობა და ყაჩაღობა სუფევდა, როდესაც იარაღი ყოველდღიურ ატრიბუტად და საზოგადოება ბრბოდ იქცა. მინდა სპექტაკლი ამაზე დავდგა, ამის გაკეთება მინდოდა ადრე, თუმცა რაღაც მიზეზების გამო გადავდე", - აღნიშნა ვარსიმაშვილმა.
ინგლისელი მწერლის, ენტომი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანის ("მექანიკური ფორთოხალი") გასცენირებულ ვარიანტს "თავისუფალ თეატრში" მაყურებელი ნოემბრის ბოლოს იხილავს.