საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მიმდინარე წლის განმავლობაში მისი უწყების მიერ მიმდინარე წლის განხორციელებულ მუშაობას პოზიტიურად აფასებს, თუმცა შედეგებით კმაყოფილი არ არის.
"სამინისტროს მთავარი მიმართულებები წელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი სტატუსის შენარჩუნება, ევროსტრუქტურებთან დაახლოება, საერთაშოროსო ორგანიზაციებში საქართველოს აქტიური წარმოჩინება და პარტინორ-სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების გარღმავება იყო. წელს ბევრი პოზიტიური რამ გაკეთდა, მაგრამ სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან ბოლო რუსი ჯარისკაცი არ გავა კმაყოფილი ვერ ვიქნები",_ განუცდა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალიტებს წლის შედეგების კომენტირებისას.
რაც შეეხება მომავალი წლის გეგმებს გრიგოლ ვაშაძე მათზე ამ ეტაპზე კონკრეტულად არ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ "სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი როგორც ნატოში და ევროკავშირში ისე გაეროსა და ეუთოში".
"შესაბამისი გეგმა უკვე არსებობს და მთავრობამ ის მოიწონა",_ განმარტა გრიგოლ ვაშაძემ.