"ალიანსი საქართველოსთვის" არ გეგმავს მონაწილეობა მიიღოს პრაიმერში. ამის შესახებ ნათქვამია "ალიანსი საქართველოსთვის" გავრცელებულ განცხადებაში.
"ალიანსი საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ არსებულ გარემოში პრაიმერის ჩატარება საფრთხის მატარებელია.
"არსებულ გარემოში პრაიმერის ჩატარება მრავალ საფრთხეს ატარებს, რომელიც გამოყენებული იქნება ოპოზიციურ ძალიებს შორის დაპირისპირებისთვის", - აცხადებს "ალიანსი საქართველოსთვის".
გავცელებულ განცხადებაში "ალიანსი საქართველოსთვის" პოლიტიკურ პარტიებს ერთიანი ძლიერი კანდიდატის მხარდასაჭერისკენ მოუწოდებს.
"ალიანსი საქართველოსთვის" მოუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს დროულად მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას ერთიანი ძლიერი კანდიდატის მხარდასაჭერად", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში