ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ნგოზი ოკონიო-ივეალამ სოფელ ხურვალეთში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს. ოკანიო-ივეალამ სახლები დაათვალიერა და დევნილებს გაესაუბრა.
სოფელ ხურვალეთში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 140-მდე ოჯახია ჩასახლებული. მათთვის კოტეჯები მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დახმარებით აშენდა.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით ხურვალეთში გაგრძელდება სახლების კეთილმოწყობა, მათ შორის ზღურბლის სახურავების, სადრენაჟო არხების მშენებლობა და არსებული მცირე ხარვეზების გამოსწორება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნგოზი ოკონიო-ივეალას დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენთან და მთავრობის პირველ პირებთან.