დღეს, 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობა წლის ბოლო, შემაჯამებელ სხდომას გამართავს.
როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, შემაჯამებელ სხდომაზე მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამება და მომავალი წლის პრიორიტეტების დასახელება მოხდება.
"ჩვენ შევაჯამებთ რა გაკეთდა 2009 წელს და რისი გაკეთება ვერ მოხერხდა. დავსახავთ მომავალი წლის პრიორიტეტებსაც", - განმარტა გილაურმა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში 12:00 საათზე დაიწყება, პრემიერი ჟურნალისტებს შეხვდება.