რუსმა ოკუპანტებმა 45 წლის რევაზ ფირცხალავა გაიტაცეს. იგი მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ოკუპანტებმა იარაღის მუქარით გალის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ინციდენტი ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მოხდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ფირცხალავა ცხოვრობს.
შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. მეზობლების განცხადებით, რევაზ ფირცხალავა ამ ადგილას ხშირად თევზაობდა.