თურქეთში მიწისძვრას ბოლო მონაცემებით 1000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქულ მედია აქვეყნებს. 
მათი ინფორმაციით, 50-მდე შენობა დაინგრა. დაზიანდა ვანის აეროპორტიც. 
შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 
მიწისძვრის ეპიცენტრი ვანის პროვინციაში დაფიქსირდა.