30 დეკემბერს ოპოზიციის წარმომადგენლები გაეროსადმი მიმართვას მოაწერენ ხელს.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გაეროსადმი საგანგებო მიმართვა შეიმუშავეს და სთხოვენ, რომ საქართველოში არჩევნები გაერომ ჩაატაროს.
გაეროს ეგიდით არჩევნების ჩატარება ლეიბორისტების იდეაა და მიმართვაც მათი ინიციატივით შეიქმნება.
მიმართვის ტექსტზე ხელმოწერა სასტუმრო "თბილისი მერიოტში~ გაიმართა.
ვინც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან ამ იდეას ეთანხმება, 30 დეკემბერს ერთობლივ მიმართვას ხელს მოაწერს. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი იქნება მიმართული, რომ საქართველოში არჩევნები მათი ეგიდით ჩაატარდეს.
ხელმოწერის ცერემონიალზე დასასწრები მოსაწვევები ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შალვა ნათელაშვილმა გაუგზავნა.