ახალი ზელანდია რაგბის მსოფლიო თასის ჩემპიონია. ფინალში ტურნირის მასპინძლებმა საფრანგეთი 8:7 დაამარცხეს. ზელანდიელები ჩემპიონები მეორედ გახდნენ. 24 წლის წინ გამართულ ფინალშიც ზელანდიელებმა ფრანგები დაამარცხეს.
ანგარიში მე-15 წუთზე ვუდკოკა ლელოთი გახსნა. 46-წუთზე დონალდმა ანგარიშში 8:0 გახადა. 49-ე წუთზე, დუსატურის ლელოთი და ტრინ-დუკის ლელოთი ფრანგებმა სხვაობა ერთი ქულით შეამცირეს, თუცა მეტი ქულის აღება ვეღარ მოახერხეს.
ფინალური მატჩი ოკლენდში, ედენ პარკზე გაიმართა.
მესამე ადგილის მფლობელი ავსტრალია გახდა, რომელმაც უელსი დაამარცხა. 2011 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოც მონაწილეობდა, რომელიც ჯგუფურ ეტაპს ვერ გასცდა.