დღეს, 23 ოქტომბერს, ახალ ზელანდიაში მიმდინარე რაგბის 2011 წლის მსოფლიო თასის ფინალი გაიმართება.
ფინალში ერთმანეთს ახალი ზელანდია და საფრანგეთი დაუპირისპირდება.
საფრანგეთმა ნახევარფინალში უელსს 9:8 მოუგო, დღეს კი ზელანდიამ ავსტრალია 20:6 დაამარცხა.
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ნაკრებები ერთმანეთს რაგბის პირველი მსოფლიო თასის ფინალში, 1987 წელსაც დაუპირისპირდნენ.