ჩრდილოეთ ოსეთში ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარი ავარიის შედეგად ოსი სეპარატისტები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. საწარმო "ენერგორესურს იუჟნაია ოსეტიას" დირექტორის ვადიმ გაბარაევის თქმით, დენი ე.წ. სამხრეთ ოსეთში არც ამჟამად არის. ავარია, სწორედ იმ გადამცემ ხაზზე მოხდა, რომლითაც ელექტროენერგია ე.წ. სამხრეთ ოსეთს მიეწოდებოდა.
მისივე თქმით, ამჟამად დაზიანებულ ხაზზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროენერგიის მიწოდება ე.წ. სამხრეთ ოსეთს სავარაუდოდ ამ საღამოსათვის აღუდგებათ.