საქართველოს სეპარატისტულ ანკლავში ცხინვალის რეგიონში შექმნილმა ე.წ. ცესკომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა. სულ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე პრეტენზიას 17 ადამიანი აცხადებს. ესენი არიან:
ალან კოჩიევი - მძიმე ათლეტიკის საბავშვო-ახალგაზრდული სპორტული სკოლის მასწავლებელი.
ვლადიმერ ქელეხსაევი - ე.წ. ყოფილი დეპუტატი.
ვადიმ ცხოვრებოვი - პურპროდუქტების ქარხნის დირექტორი.
დიმიტრი ტასოევი - გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პატრიის ლიდერი.
აივარ ბესტაევი - რესპუბლიკური საავადმყოფის განყოფილების უფროსი.
ალა ჯიოევა - განათლების ე.წ. ყოფილი მინისტრი.
ანატოლი ბიბილოვი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსი.
ალან კოტაევი - ცხინვალის ე.წ. მერის პირველი მოადგილე.
გიორგი კაბისოვი - ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციების ე.წ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე.
მერაბ ჩიგოევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის დეპუტატი".
სერგეი ბიტიევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მთავარი აღმასრულებელი.
ჯემალ ჯიგკაევი - ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს დიაგნოსტიკური განყობილების გამგე.
სოსლან თედეტი - ე.წ. შს სამინისროს მაღალჩინოსანი.
ალან ფლიევი - ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
ედუარდ გაბარაევი - ე.წ. თავდაცვის სამინისტროს არტილერიის უფროსი.
იგორ ალბოროვი - ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
ინალ ბაზაევი - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პარლამენტის დეპუტატი".
ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრებაზე უარი უთხრა:
მხატვარ გენო ქაჯაევს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადვოკატების პალატის წევრს ვასილი ბესტაევს,
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ლევ გაგიევს, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლატ თედეევს, ე.წ. სახრეთ ოსეთის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" ვალერი თედეევს.
სეპარატისტებმი ამ ე.წ. არჩევნებისათვის 86 საარჩევნო უბნის გახსნას გეგმავენ. მათ შორის ერთი გახსნილი იქნება მოსკოვში, ერთი - ჩრდილოეთ ოსეთში და ერთი - აფხაზეთში. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოსი სეპარატისტები 13 ნოემბერს ჩაატარებენ.
აღსანიშნავია რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, 13 ნოემბერს სეპარატისტები ასევე ჩაატარებენ რეფერენდუმს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ენის სტატუსის შესახებ.