რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის" გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე რუს ოკუპანტთა ე.წ. მესაზღვრეთა ჯგუფმა დააკავა, ზნაურის რაიონის დასახლებულ პუნქტ გვირგინაში.
"დაკავებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურს გადასცეს. ამჟამად მის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გარემოებები დგინდება. დაკავებულის ვინაობა არ სახელდება", _ იუწყება ოსური მხარე.