გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრ "სახიობას" შიდა პრობლემების გამო სეზონი ჯერ არ გაუხსნია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის მთავარმა მენეჯერმა მაია ხუციშვილმა განუცხადა, პრობლემები სხვადასხვაა, რომელიც ერთმანეთზეა დამოკიდებული.
"შიდა პრობლემებია, თეატრში მსახიობები არ მოვიდნენ, რეჟისორებმა ვერ მოასწრეს ახალი სპექტაკლის დადგმა და ახლა, ალბათ ამ თვის ბოლოს გავხსნით, ოღონდ ჯერ არ ვიცით, რა სპექტაკლით. ბევრი პრობლემაა, რომლებიც ერთმანეთთანაა კავშირში. ძირითადად ბავშვებზე ვმუშაობთ, ამიტომ მაყურებლის ნაკლებობა ყოველთვის არის ჩვენ თეატრში. რაც მერე ფინანსურ მხარეზედაც აისახება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ხუციშვილმა.
თეატრის პროგრამაში 7-8 სპექტაკლია შესული, აქდან რამდენიმე ტარიელ ღვინიაშვილის მიერ დადგმული ზღაპარაია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრში განუცხადეს შარშანდელ სეზონზე წინა წელთან შედარებით მაყურებლის ნაკლებობა იგრძნობოდა. "სახიობამ" სეზონი მაისში დახურა, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია დრო, როცა თეატრი ახალ სეზონს გახსნის.