ფესტივალი "თბილისური საღამოები" "ქართული ხმების" კონცერტით გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ანსამბლის სოლისტმა დათო არჩვაძემ განუცხადა.
"ივენთ ჰოლში" "ქართული ხმების" კონცერტით გაიხსნება ფესტივალი, სადაც ჩემი სოლოდისკის პრეზენტაციაც მოეწყობა. ვმუშაობ ალბომზე, რომელშიც მარტო "ქართული ხმების" შესრულებული სიმღერები შევა. მათ შორის, ჩემი ძველი და ახალი სიმღერები. მინდა კონცერტის პირველი ნაწილი დაეთმოს ჩემი დისკის პრეზენტაციას. კონცერტზე იქნება უამრავი ახალი სიმღერის პრემიერა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას არჩვძემ.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი "თბილისური საღამოები" პირველად შარშან გაიმართა და მის ფარგლებში სხვადასხვა ანსამბლის კონცერტი ჩატარდა.