"ახალ დისკს პრეზენტაცია და რეკლამები უნდა, მე კი, უბრალოდ, ჩავწერე ალბომი და გავაკეთე ჩემი საქმე", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა ეკა მამალაძემ.
მამალაძის ახალ ალბომს "სიყვარულზე მიამბე" ჰქვია და მასში კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სეფისკვერაძის სიმღერებია შესული.
"ახლახან გამოვუშვი მაცაცო სებისკვერაძის სიმღერების ალბომი, რომელშიც სულ 13 სიმღერა ჩავწერე. ალბომი პოპულარული არ იქნება, იმიტომ რომ ახლახან გამოვიდა და გაყიდვაში ჯერ არც ჩაუდიათ", - აღნიშნა მამალაძემ.