სიღნაღში, სოფელ ნუკრიანში, 15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, "ხალხური რეწვის, კულინარიისა და შემოქმედების ფესტივალი - ნუკრიანი 2011" გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: კახეთის რეგიონის ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; ჩატარდება ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი; გაიმართება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (აგრობაზარი) და ასევე, იგეგმება სპეციალური გასართობი პროგრამა ბავშვებისათვის.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი წელს უკვე მესამედ ტარდება და ფესტივალის მიზანია: კახეთის რეგიონის შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია, კახეთის ტურისტული განვითარების მხარდაჭერა და სოფლის ცხოვრების გამრავალფეროვნება.