დუეტი "ჯორჯია" ოქტომბრის ბოლოს იტალიაში გასტროლებზე მიემგზავრება. ამასთან დაკავშირებით რატი დურგლიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ძალიან ბევრი სიახლეა, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ჩვენ თვის ბოლოს იტალიაში მივემგზვარებით, სადაც კონცერტები უნდა გავმართოთ", - აღნიშნა დურგლიშვილმა.
ცნობისთვის, დუეტი "ჯორჯია" ახალ სიმღერებზედაც მუშაობს, როგორც თავად აღნიშნავენ, სამ ახალ სიმღერას წერენ, რომლის მოსმენა საზოგადოებას რადიოს საშუალებით მიეცემა.
"სამ სიმღერაზე ვმუშაობთ, რომელიც რადიოში დატრიალდება და აქედან ყველაზე გამორჩეულად, რომელსაც შეიყვარებს მაყურებელი იმაზე ვიდეორგოლს გადავიღებთ", - განაცხადა რატიმ.
"ჯორჯიას" მუსიკას ხშირად უწერს დათო არჩვაძე. ამჯერად მან დუეტს მუსიკა "მე შენ მიყვარხარ" აჩუქა.
"სიმღერა სიყარულზეა და "მე შენ მიყვარხარ" ჰქვია. საერთოდ თანამედროვე სტილის კლასიკური საესტრადო სიმღერაა. ისეთი ფორმატია, რომ ინგლისური ტექსტიც მოუხდება, მაგრამ საქართველოში გვირჩევნია, რომ ქართული იყოს. ძალიან მარტივი მელოდიაა, და ხალხის გულებამდე და ყურებამდე ადვილად მისასვლელი გახდება", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დათო არჩვაძემ.
დურგლიშვილი კი მიიჩნევს, რომ არჩვაძის მუსიკა იმდენად კარგია, რომ მასზე ტექსტი ორივე ენაზე ჩაიწერება და გამოიცემა.