თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში დღეს, 19:00 საათზე, გაიმართება
პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო - “თავისუფლება ისე არ მოდის”.
როგორც პოეტმა "ჯი-ეიჩ-ენთან“
საუბრისას აღნიშნა, შემოქმედებითი საღამო მისი შვილის, თაკო ჩარკვიანის
ინიციატივით ეწყობა.
"ჩემმა შვილმა მითხრა, შენი
იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოვაწყოთო და დავთანხმდი, რეპეტიციაც
კი არ გამივლია, რიცხვი დათქვა და აი, დღეს გამოვალ ფილარმონიის სცენაზე. ჩემთან
ერთად წარდგებიან მომღერლები და კომპოზიტორები, ვისაც ჩემს ლექსებზე დაწერილი
სიმღერები შეუსრულებიათ“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.
ღონისძიებაში მონაწლეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები.
აღსანიშნავია, რომ პოეტის 70 ლექსზე შექმნილია სიმღერა. როგორც თავად
პოეტი აღნიშნავს, აქედან 20-ს დღეს მსმენელი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში
მოისმენს.