დღეს, 12 ოქტომბერს, საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის" მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის გადარჩენაზე იმსჯელებს. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, საუბარია 2003 წელს გახსნილ მუზეუმზე, რომელსაც 2011 წლის მაისიდან რეაბილიტაცია უტარდება. ამის გამო მასში დაცული ფასდაუდებელი საუნჯე - 200-მდე ხატი, 80 ხელნაწერი, ადიშის ოთხთავი, უამრავი არქეოლოგიური ექსპონატი კონტეინერებშია გადატანილი. კონტეინერები ფარდულშია მოთავსებული.
ლორთქიფანიძის თქმით, ამ საკითხზე ფრაქციის სხდომაზე იმსჯელებენ, რომელსაც საპატრიარქოს წარმომადგენლები და მესტიის ეპისკოპოსი დაესწრებიან.