ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა ბულგარეთში თოჯინების მე-15-ე საერთაშორისო ფესტივალ "ოქროს დელფინზე" გრანპრი მოიპოვა. ზურაბ ცინცაძის სპექტაკლმა "არგონავტებმა" ორიგინალური მუსიკის ნომინაციაში ერთ-ერთი მთავარი ჯილდო მიიღო.
შეგახსენებთ, რომ თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი 1972 წლიდან 3 წელიდადში ერთხელ იმართება. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო მასში პირველად მონაწილეობდა. სულ ფესტივალზე 10 ქვეყნის 21 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.
სპექტაკლმა იგივე ნომინაციაში გრანპრი უკვე მეორედ მიიღო. ორიგინალური კომპოზიციისთვის "არგონავტები"-ს კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი 2009 წელს, უკრაინის ქ. ვინიცაში გამართულ თოჯინების მე-6-ე საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.