მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სალიქ გურტიევის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ყაბარდოელი პოეტის ლექსების კრებულს "ჩემი კავკასია" ჰქვია. გამოცემა ორენოვანია - იგი ქართულ და რუსულ ენებზე დაიბეჭდა.
"ეს ჩემი მეორე წიგნია ქართულ ენაზე. პირველი წიგნი 80-იანი წლების ბოლოს გამოვიდა. მას შემდეგ, რაც გამოვიდა ჩემ მიერ თარგმნილი "ვეფხისტაოსანი" ბალყარულ ენაზე, მადლიერების ნიშნად ჩემმა პოეტმა მეგობრებმა თარგმნეს ჩემი წიგნი", - განაცხადა პოეტმა, სალიქ გურტიევმა.
შეგახსენებთ, რომ პოეტმა 9 ოქტომბერს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიიღო.
წიგნი კავკასიის ფონდის დაფინანსებით გამოიცა.