ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ქანდაკებები ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში დამონტაჟდა. ქანდაკებების ავტორი ზურაბ წერეთელია, რომელიც ქორეოგრაფების ძეგლის შექმნაზე 4 წელი მუშაობდა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის შესასვლელში რამიშვილის და სუხიშვილის 2.8 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება ზურაბ წერეთელმა ანსამბლის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
შეგახსენებთ, რომ ქანდაკებების გახსნის ცერემონიალი 9 ოქტომბერს გაიმართება.