დღეს, რუსთაველის თეატრში რეჟისორ თემურ ჩხეიძის სპექტაკლის "ბიძიას სიზმარი" პრემიერა გაიმართება. საქართველოში უკვე ჩამოსულები არიან გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის თეატრის მსახიობები.
ოლეგ ბასილაშვილი და ალისა ფრეინდლიხი რუსთაველის თეატრის სცენაზე რეპეტიციებს უკვე გადიან. წარმოდგენა ორ მოქმედებიანია, რომლის პრემიერა 2008 წელს შედგა.
შეგახსენებთ, რომ დოსტოევსკის პიესაზე აწყობილი სპექტაკლის ჩვენება, დღეს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ეწყობა.