ავღნეთის ახალი მთავრობის ფორმირება უნდა მოხდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ან ქვეყნის ამჟაიმინდელი მეთეურის Hჰამიდ ყარზაისა და მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის აბდულა აბდულას შეთანხმების საფუძველზე. ასეთი პოზიცია გაახმოვანა თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელმა რამ ემანუელმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ამჟამად ავღანეთში პროცესების შედგომი განვითარებისთვის არსებობს ორი გზა. ერთი მათგანია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ხმების უმრავლესობის მქონე ორ კანდიდატს შორის და მეორე გზა კი ამ კანდიდატებს შორის მოლაპარაკება და შეთანხმებაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, ემანუელი მიიჩნევს, რომ საბოლოო შედეგი უნდა გახდეს "ავღანეთის მოსახლეობისთვის ლეგიტიმური და ნდობის მქონე მთავრობა".
თეთრი სახლს აპარატის უფროსმა აღნიშნა, რომ აშშ არ აპირებს, უკარნახოს ავღანელებს არსებულ ვითარებაში რომელი გზა აირჩიონ.
"პროცესს თავად ავღანელი ხალხი განსაზღვრავს. გადაწყვეტილება, თუ როგორი მთავრობა სურთ მათ და როგორ უნდა მივიდნენ ამ გზამდე, ავღანელების მისაღები იქნება", - განაცხადა რამ ემანუელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ავღანეთში აშშ-ის ჯარების რიცხოვნობის გაზრდის გადაწყვეტილებას იმ დრომდე არ მიიღებს, ვიდრე ქაბულში კანონიერი ხელისუფლება არ მოვა ქვეყნის სათავეში, რომელიც ვაშინგტონთან ეფექტურად ითანამშრომლებს.
"საკითხი მდგომარობს არა იმაში, თუ დამატებით რამდენი ჯარისკაცი უნდა გაიგზავნოს, არამედ _ არის თუ არა ნდობის დამსახურების მქონე ავღანელი პარტნიორი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება", - განაცხადა თეთრი სახლს აპარატის უფროსმა.
მისი თქმით, თეთრი სახლის სტრატეგიის გადახედვა ავღანეთთან მიმართებაში კიდევ რამდნეიმე კვირას გაგრძელდება და უწყებათაშორიოს შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის ყველა ხელმძღვანელი პირის მონაწილეობით სავარაუდოდ მომდევნო კვირეების განმავლობაში გაიმართება.
ემანუელმა ფაქტობრივად დაადანაშაულა ბუშის ადმინისტრაცია იმაში, რომ იგი ავღანეთის პრობლემის იგნორირებას ახდენდა და არ ეძებდა მისი გადაწყვეტის ეფექტურ საშუალებებს.
"ნათელია, რომ ომის დაწყებიდან 8 წლის შემდეგ პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან იწყება. გასულ პერიოდში ყველაფერი უკავშირდებოდა მხოლოდ ერაყს, იმის მიუხედავად, რომ სწორედ ავღანეთსა და პაკისტანშია ბაზირებული "ალ-ქაიდას" დაჯგუფება", - განაცხადა ემანუელმა.