კანში დასვენების დროს ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს – ინფორმაციას ექსკლუზიურად Geo Team ავრცელებს.
ამავე წყაროს ცნობით წაღებულია ძვირფასეულობა, ჩანთები და საათები…
„როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა“, – წერია Geo Team-ის გავრცელებულ ცნობაში.