დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისს ლეგენდარული ბერძენი მომღერალი იოვანა ესტუმრება. მომღერალი ტელევიზიის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მოიწვია.
იოვანა შეხვდება ტელევიზიის ძველ და ახალ თანამშრომლებს, მონაწილეობას მიიღებს პირველი არხის გადაცემებში.
8 ოქტომბერს კი თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ გალაკონცერტზე ქართველ მომღერალ ნანი ბრეგვაძესთან ერთად შესარულებს რევაზ ლაღიძის ცნობილ სიმღერას "თბილისო". ასევე დაესწრება მიუზიკლს "ქეთო და კოტე".
იოვანა სამშობლოში 9 ოქტომბერს გაემგზავრება.