ტყის კოდექსის შემდეგ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო "წიაღის შესახებ" კანონპროექტზე იწყებს მუშაობას. როგორც დღეს პარლამენტში გამოსვლისას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, "წიაღის შესახებ" კანონპროექტის ძირითადი არსი წიაღის მოპოვების ახლებული მიდგომა იქნება.
"ვიწყებთ მუშაობას "წიაღის შესახებ" კანონზე. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში, მას შემდეგ რაც პარლამენტში წარმოდგენილი იქნება და პარლამენტი განიხილავს "ტყის კოდექსს", უკვე შემოვალთ ახალი ინიციატივით და ეს იქნება "წიაღის შესახებ" კანონპროექტი, რომლითაც შემოთავაზებული იქნება წიაღის მოპოვების ახლაბური დარეგიულირება", - აღნიშნა ხეთაგურმა.
შეგახსენებთ, რომ ტყის კოდექსზე მუშაობა მთავრობამ უკვე დაასრულა და უახლოეს დღეებში მის საჯარო განხილვას დაიწყებს.