ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერზე განთავსებული პოტენციური ალტერნატიული წყაროების ნუსხაში შემავალი მდინარე კინტრიშზე ასაშენებელი „კინტრიშაჰესის" მშენებლობით „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანია" დაინტერესდა.
კომპანიამ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი განაცხადით 3 ოქტომბერს მიმართა.
„კინტრიშაჰესის" დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 30 მლნ კვტ.საათს შეადგენს. მშენებლობის დაწყება 2012 წლის მარტში იგეგმება. ჰესი ექსპლუატაციაში 2014 წლის სექტემბერში შევა.
„კინტრიშაჰესის" მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვის პროცესში განაცხადები 2011 წლის 4 ნოემბრის 18:00 საათამდე მიიღება.